ადამიანის უფლებები

       10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღსანიშნავად სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის 2 სკოლაში არსებული კლუბის ეკო -vision-ის წევრებმა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ფარგლებში მოქმედმა სამოქალაქო კლუბის წევრებმა დაგეგმეს შეხვედრა და მოამზადეს თემატური პრეზენტაცია.   სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას  მათ ისაუბრეს ადამიანის უფლებეზე, კერძოდ  კი იმის შესახებ, რომ  ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი, მათ გააჩნიათ  თავიანთი ღირსებები და უფლებები. საქართველოში ადამიანთა უფლებების დაცვა ხორციელდება კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო კონვენციებითა და დეკლარაციებით დადაგენილი სტანდარტებით, პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე. კლუბის წევრებმა განახორციელეს სახალისო აქტივობები, რომელმაც უფრო საინტერესო გახადა შეხვედრა. პრეზენტაციას ესწრებოდა სსსმ მოსწავლე. ვფიქრობთ, რომ ასეთი აქტივობები გაზრდის მოსწავლეებში ცნობიერების დონეს, რის შედეგედაც ეცოდინებათ  უკეთ მათი უფლებები.
  

Комментариев нет:

Отправить комментарий

  მოგესალმებით, მე გახლავართ სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალის   № 2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე და ჩვენს სკოლაში არსებული ...