წითელ წიგნში შეტანილი ფრინველები, ქვეწარმავლები და ძუძუმწოვრები

წითელ წიგნში შესული ფრინველები , ქვეწარმავლები და თევზები

წითელ წიგნში შეტანილია სხვადასხვა ფრივნელთა სახეობებიც. მათგან აღსანიშნავია: წითელი იხვი, ფასკუნჯი, ყარყატი, მურტალა და სხვა.  
წითელი იხვი
წითელი იხვი ფრინველი იხვისებრთა ოჯახისაა. მისი სხეულის სიგრძე 61-70 სმ, ხოლო მისი მასა 919-1640 გ. მამლ იხვებს თავი ღიაა, გვერდებზე მოთეთრო, ყელზე აქვს ვიწრო შავი რგოლი. პირველი რიგის ბუმბული შავია, ხოლო მეორე რიგისა მომწვანოა. დიდი მფარავი ბუმბული თეთრი აქვს, ნისკარტი და ფეხები კი შავი. დედლებს კი თავის წინა მხარე თეთრი აქვთ, მთელი ტანი კი წაბლისფერი.  ამ ფრინველთა სახეობა ბუდობს აფრიკაში, ევრაზიაში, მაროკოდან ტუნისამდე, ჩინეთში და ასე შემდეგ. ისინი ბინადრობენ სტეპებში, უდაბნოებსა და მთებში.  საქართველოში გავრცელებულია მათი სახეობა, ძირითადად ჯავახეთში. ისინი ხმელეთისა და წყლის მცენარეთა ვეგეტატიური ნაწილებითა და თესლებით იკვებებიან.
ფასკუნჯი
ფასკუნჯი ქორისებრთა ოჯახის ფრინველია, შავარდნისნაირთა რიგისა. მისი წონა  2100-2400 გრამია, ფრთის სიგრძე 460-520 მმ-ია, ხოლო კუდის სიგრძე 250-275 მმ-ია. მათი შეფერილობა ზრდასრულ ასაკში თეთრია, დედალისა და მამლის შეფერილობა ერთნაირია, მათ შორის განსხვავება არ არის. მათი სახის ტიტველა კანი ნარინჯისფერია, ფეხები კი მოცისფრო ან შავი. ისინი ძირითადად იკვებებიან მძორით და ხანდახან ქვეწარმავლებითაც. ბუდობენ ხელოვნურ გამოქვაბულებში და კლდოვან ადგილებში. მათი სახეობებიდან მხოლოდ 2 ქვესახეობა არის ცნობილი, საქართველოში კი გვხვდება ჩვეულებრივი ფასკუნჯი. ფასკუნჯის ბუდობის არეალი მოიცავს აფრიკას, არაბეთის ნახევარკუნძულს, მცირე აზიას და სხვა.         
საქართველოს წითელ წიგნში შესულია ასევე ამფიბიების სხვადასხვა სახეობა: კავკასიური სალამანდრა, ტარაღანა, ფორეჯი და სხვა.                                                                               
კავკასიური სალამანდეა, რომელსაც მეორენაირად კლდის ჯოჯოს უწოდებენ, კუდიანი ამფიბიების რიგისაა. მისი სხეულის სიგრძე 19 სანტიმეტრია, აქედან ნახევარზე მეტი კი კუდია. მისი ზურგი წითელი კოპლებით არის დახატული. ძირითადად გავრცელებულია ბორჯომის ხეობაში, საირმეში, აჭარაში, მცირე აზიაში. ის ცხოვრობს ტყესთან ახლოს მდებარე მდინარეებსა და ნაკადულებში. იკვებება მწერებით, მატლებით და პატარა უხერხემლო ცხოველებით. მისი იშვიათი სახეობის გამო შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში.
ტარაღანა
ტარაღანა თევზი ზუთხისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. მისი სხეულის სიგრძე 220 სმ-ია, ხოლო მასა 68 კგ. მას აქვს გრძელი, ვიწრო და შებრტყელებული დინგი, ხოლო მისი ულვაშები მოკლეა. ისინი გვხვდება შავი, კასპიის და აზოვის ზღვების აუზში.  მრავლდებიან მდინარეებში, მათი გამრავლების ეტაპი კი აპრილიდან სექტემბრამდეა.  ეს ყველა ფრინველი თუ ქვეწარმავალი საქართველოს წითელ წიგნშია შესული. 
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება

Комментариев нет:

Отправить комментарий

  მოგესალმებით, მე გახლავართ სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალის   № 2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე და ჩვენს სკოლაში არსებული ...