ზოგი რამ მიწისძვრის შესახებ

მიზანი 13: კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ  გადაუდებელი ზომების გატარება   
            ზოგი რამ მიწისძვრის შესახებ
     დედამიწის ქერქი მუდმივ მოძრაობაშია. დედამიწის ქერქის უეცარ შერყევას კი მიწისძვრა წარმოადგენს. მაგრამ იბადება კითხვა, რა იწვევს ამ შერყევას და მუდმივ მოძრაობას? ამის მრავალი მიზეზი არსებობს. ამ მიზეზების რიცხვს ეკუთვნის ზღვის ტალღათცემა ნაპირზე, ზვავები მთებში, ხელოვნური აფეთქებები, მღვიმეთა ჭერის ჩაქცევები და სხვა.  დედამიწის ზედაპირის ზოგიერთი პერიოდული რხევა გაპირობებულია მთვარის მიზიდულობით. როგროც ცნობილია, ეს მიზიდულობა ზოგან ერთხელ, ზოგან კი ორჯერ იწვევს ზღვებისა და ოკეანეების წყლის დონის აწევას დღე - ღამის განმავლობაში, რაც მიქცევა-მოქცევის სახელითაა ცნობილი. დონის აწევა ხდება რამდენიმე სანტიმეტრიდან 20-22 მეტრამდე. ამასთანავე დადგენილია, რომ მიქცევა და მოქცევა დედამიწის მყარ ქერქსაც ახასიათებს. დღე-ღამის განმავლობაში ჩვენ მიწის ქერქთან ერთად ზევით ვიწევთ და ვეშვებით რამდენიმე სანტიმეტრიდან 20-24 სანტიმეტრამდე.  ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები იწვევს უმნიშვნელო და ადგილობრივ რხევებს, რასაც ადამიანი ვერც კი გრძნობს ხშირ შემთხვევაში.
        მიწიძვრებს გამომწვევი მიზეზების მიხედვით სამ ჯგუფში აერთიანებენ: ჩაქცევითი, ვულკანური და ტექტონიკური. ჩაქცევითი მიწისძვრები წარმოიშობა მიწისქვეშა სიცარიელეების, მღვიმეების ჭერის ჩაქცევით. ასეთი მიწისძვრები დამახასიათებელია თაბაშირით, ქვამარილით და კირქვით აგებული რაიონებისათვის, სადაც წყლის გამხსნელი მოქმედებით აღნიშულ ხსნად ქანებზე ჩნდება მღვიმეები. ეს პროცესი კარსტის სახელითაა ცნობილი და მღვიმეებსაც კარსტული მღვიმეები ეწოდება. ასეთებია მაგალითად, მეტად ცნობილი სათაფლიის მღვიმე ქუთაისთან, წითელი მღვიმეები ყირიმში, მამონტის მღვიმე აშშ-ში და სხვა. ჩაქცევითი მიწისძვრები მცირე სიმძლავრით ხასიათდებიან და ძალზე ადგილობრივი ხასიათისაა. ვულკანური მიწისძვრები წარმოიშობა მოქმედი ვულკანების მახლობლად და დაკავშირებულია მაგმისა და გაზების მოძრაობასთან ვულკანის ყელში. ასეთი მიწისძვრების ძალაც უმეტეს შემთხვევაში დიდი არ არის, მაგრამ ზოგჯერ მნიშვნელოვანი ზარალი და მსხვერპლი მოაქვს მას. ასეთი შემთხვევა მოხდა მაგალითად, 1883 წელს იტალიაში, კუნძულ ისკიაზე, დიდხანს უმოქმედოდ მყოფმა ვულკანმა იმოპეომ 11 ივნისს „გაიღვიძა“. ერთი კვირის განმავლობაში იგრძნობოდა მიწისქვეშა ბიძგები. მიწისძვრამ რამდენიმე წამში დაანგრია ქალაქი კაზამიჩოლა.                                                                                                       ტექტონიკური მიწისძვრები კაცობრიობისთვის ყველაზე საშიში და საშინელია. ტექნიკური მოძრაობანი იწვევენ ხმელეთის აწევ-დაწევას, ნაოჭებისა და მთების წარმოშობას, რღვევებს და სხვა. იმ ადგილებში, სადაც ეს მოძრაობები ინტენსიურია, თავს იჩენს მიწისძვრები.  მაგრამ რა იწვევს ტექტონიკურ მოძრაობებს? - ეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაჭრილი. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს მრავალი ჰიპოთეზა. ზოგი მეცნიერის აზრით, ტექტონიკური მოძრაობები დედამიწის გაცივებით არის გამოწვეული.  ზოგი მეცნიერი კი ფიქრობს, რომ მიწის წიაღში ხდება შემადგენელი მასალის დახარისხება, მძიმე ნაწილაკები სიღრმისკენ ილტვიან, მსუბუქი კი - ზედა ნაწილაკებისაკენ. ამას გრავიტაციულ დიფერენციაციას უწოდებენ.  
  

Комментариев нет:

Отправить комментарий

  მოგესალმებით, მე გახლავართ სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალის   № 2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე და ჩვენს სკოლაში არსებული ...