წითელ წიგნში შეტანილი ძუძუმწოვრები

წითელ წიგნში შესული ძუძუმწოვრები

წითელ წიგნში,  მრავალი ძუძუმწოვარი გვხვდე. მათგან აღსანიშნავია: გრძელყურა მღამიობი, ქურციკი, ბრუცა, თახვი, ლელიანის კატა, ნიამორი და სხვა.
გრძელყურა მღამიობი
გრძელყურა გვარი ღამურასებრთა ქვერიგისაა. მათი სხეულის სიგრძე 3,5-დან 8 სანტიმეტრამდე აღწევს. მას აქვს გრძელი ყურები, ვიწრო და ბოლოში წაწვეტებული ყურსარქველები. ასევე მას აქვს მუქი, ყავისფერი შეფერილობა.  მღამიოები თითქმის ყველგან არიან გავრცელებული, არქტიკის, ანტარქტიდისა და ზოგიერთი ოკეანის კუნძულების გარდა.  მის წარმომავლობაში 60-ზე მეტი სახეობაა, საქართველოში კი მხოლოდ 5 სახეობა გვხვდება. ისინი იკვებებიან მწერებით, პატარა თევზებით და წყლის უხერხემლოებით.        

ბრუცა
ბრუცა ესეც ერთ-ერთი ძუძუმწივარი ცხოველია, რომლის გვარიც ბრუცასებრთა ოჯახისაა. მას აქვს რუდიმენტული თვალები. ასევე აქვს 35 სმ-მდე სიგრძის მსხვილი სხეული. ისინი ცხოვრობენ მიწაში, სადაც სავალ გზას გრძელი საჭრელი კბილებით თხრიან. იკვებებიან მიწისქვეშ არსებული მცენარეთა ნაწილებით. მის გვარში სულ 13-15 სახეობაა. მათგან საქართველოში კი მხოლოდ ერთი სახეობა გვხვდება, რომელსაც ჰქვია თეთრკიბილა ბრუცა.   
ლელიანის კატა
ლელიანის კატა, ეს არის მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის წევრი. მისი სხეულის მასა 16 კგ აღწევს, ხოლო სხეულის სიგრძე 80 სმ.  მას ყურის ბოლოებზე მოკლე ფუნჯები აქვს, ის გამოირჩევა იმითი, რომ აქვს გრძელი ფეხები. იგი ძირითადად ბინადრობს მდინარეთა ხეობების ხშირ ბარდებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიაზე. საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილში გვხვდება. იგი იკვებება ფრინველებით და ძუძუმწოვრებით. ლელიანის კატის ბეწვი მდარე ხარისხისაა.
წავი
წავი მტაცებელი ძუძუმწოვარია, რომელიც კვერნისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. მისი სხეულის მასა 6-10 კგ, თუმცა ზოგჯერ მათი წონა 17 კგ აღწევს. სხეულის  სიგრძე კი 55-95 სმ. ვერტიკალურად კი 2300 მ-მდე აღწევს. მათ ზურგის ნაწილი მუქი შეფერილობისა აქვთ, მუცელი კი ღია, ვერცხლისფერი. ძირითადად გავრცელებულია აზიის, ევროპისა და ჩრდილო-დასავლეთ აფრიკის ტერიტორიაზე. საქართველოს ტერიტორიაზე კი თითქმის ყველგან გვხვდება.  იგი ტყის მდინარეებთან ბინადრობს, იშვიათად ტბებთან ახლოსაც. მას კარგად შეუძლია ცურვა და ყვინთვა. იკვებება თევზებით, ბაყაყებით, კიბოსნაირებით, ჭიებით, წყლის მემინდვრიებით, ფრინველებით და სხვა.
აფალინა
აფალინა ძუძმწოვარი ცხოველია, რომელიც დელფინისებრთა ოჯახის წევრს მიეკუთვნება. აფალინას სხეულის მასა 280 კგ, ხოლო სიგრძე 2,5–3,9 მ. იგი გვხვდება შავ ზღვაში. ფართოდ არის გავრცელებული სხვადასხვა წყლებში, როგორიცაა: ატლანტის ოკკეანე, წყნარი ოკეანე და სხვა. აფალინა იმდენად თვინიერი ცხოველია, რომ მასზე მრავალ ცდებს ატარებენ, სხვადასხვა ტერიტორიაზე.
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.

Комментариев нет:

Отправить комментарий

  მოგესალმებით, მე გახლავართ სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალის   № 2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე და ჩვენს სკოლაში არსებული ...