მსოფლიო შვიდი საოცრება

მსოფლიო შვიდი საოცრება
 მსოფლიო შვიდი საოცრებაეს არის ტურისტული ღირსშესანიშნაობათა სიარომელიც უძველესი სიიდან რის შემორჩენილი.
 ჰალიკარნასის მავზოლეუმი
ჰალიკარნასის მავზოლეუმი ეს არის ერთ-ერთი საოცრებამსოფლიოს შვიდი საოცრებიდანეს არქიტექტურისა და ქანდაკების ბრწყინვალე შედევრიარომელიც ერთ დროს შესანიშნავი და არაჩვეულებრივი სანახაობა იყოის მეფე მასოლეს საფლავი გახლავთის ძვ.წ  მე-4 საკუნეში ააგესროგორც ქალაქ ჰალიკარნასის მმართველიმავსლოეს აკლდამამეცნიერები ფიქრობენრომ მავსოლეს სიცოცხლეში იყო მშენებლობა დაწყებულიმავსოლემ დაიქირავა საუკეთესო მოქანდაკეებირომლთა ოსტატობის შედევრადაცმრავალი საუკუნის დიდება ხვდა წილად ნაგებობას კარიის მმართველი  ისე გარდაიცვალა, დაახლოებით ძვ. წ. 353 ან 352 წლებში, რომ მან ვერ შეძლო მისი დასრულება. იგი დაკრძალეს მისივე აშენებულ აკლდამაში, რომელსაც მავზოლეუმი უწოდეს, მავსოლეს პატივსაცემად.  მავზოლეუმი საბოლოოდ არტემისიამ დაამთავრა. ჰალიკარნასი იყო კარიის მთავარი ქალაქი, რომელიც ძვ. წ. მე-4 საუკუნეში სპარსეთის იმპერიაში შედიოდა. ამ პერიოდში კარიას მართავდა მავსოლე. ის დაქორწინდა თავის დაზე, რომელსაც ერქვა არტემისია. მავსლოემ გადაწყვიტა, რომ თავისთვის და თავისი ცოლისთვის აეგო ისეთი აკლდამა, როგორიც მოკვდავთაგან ჯერ არცერთ დიდებულს არ ღირსებია. ეს შენობა ძალიან გავდა ბერძნულ ტაძარს, ის შემკული იყო მარმარილოს კოლონებითა და ქანდაკებებით. იმდროინდელმა საუკეთესო სკულპტორებმა - სკოპამ, ლეოქარემ, ბრიქსისმა და ტიმოთეოსმა, შექმნეს რელიეფური სამკაულები ტაძრისათვის. ნაგებობის თავზე იყო საფეხურებიანი პირამიდა, ხოლო მასზე აღმართული იყო მავსოლესა და მისი ცოლის სკულპტურები. მავზოლეუმს დარაჯობდნენ          ქვის ქანდაკებების რიგი, ლომის გამოსახულებით.                                                                            
მე-14 საუკუნეში ეს ნაგებობა მიწისძვრამ დაანგრია.  მე-15 საუკუნეში წმ. იოანეს ჯვაროსნული ორდენის რაინდები, ციხესიმაგრეების ასაშენებლად მავზოლეუმის ქვებს იყენებდნენ, მათ სამარხებს მიაგნეს. ოქროსა და განძეულობის მაძიებლებმა სამარხები გაძარცვეს და გაანადგურეს. 
ალექსანდრიის შუქურა
ალექსანდრიის შუქურა, რომელიც მდებარეობდა ალექსანდრიაში, ეგვიპტეში, აშენდა ძვ. წ 279 წელს მე-3 საუკუნეში. იგი მსოფლიოს შვიდ საოცრებაშია შესული.                                    კუნძულ ფაროსზე, რომელიც ალექსანდრიის ნავსადგურში მდებარეობდა, აშენდა შუქურა, რომლის აშენებასაც 20 წელი დასჭირდა. ის ძვ. წ 270 წელს დასრულდა. შუქურის აგებულება და სარკე ეპოქის რჩეულმა მეცნიერებმა, ხელოვანებმა და მათემატიკოსებმა დაგეგმეს სახელგანთქმულ ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში. შუქურა 117 მ სიმაღლის იყო.                         ალბად ბევრ ადამიანს გაუჩნდება კითხვა, რაში დასჭირდათ ამ შუქურის აგება?                    ალექსანდრია ხმელთაშუა ზღვის უდიდესი ნავსადგური იყო, მაგრამ მისი ორმაგი ყურე ნაოსნობას სახიფათოს ხდიდა. საბედნიეროდ, ალექსანდრიას სანაპირო ზოლად დაბლობი ერტყა, ასე რომ, გემების გასაფრთხილებლად შუქურის აგება ძნელი არ იყო.  ეს შუქურა, რომელიც თეთრი ქვის ბლოკებით იყო ნაგები სამ ნაწილისაგან შედგებოდა: ქვედა ნაწილი, მართკუთხა პლათფორმა ცენტრალური ფუნდამენტით, შუა - ოქტაგონური სექცია, ხოლო მაღლა მრგვალი სექცია იყო. შუქურის თავში დიდი სარკე იყო დამონტაჟებული, რომელიც მთლიანი დღის განმავლობაში ირეკლავდა მზეს და მისი შუქი 100 კილომეტრზე აღწევდა. დღისით სარკე მზის შუქს ირეკლავდა, ღამით კი - მის წინ დანთებულ ცეცხლს.                      ალექსანდრიის შუქურას თითქმის 14 საუკუნე განმავლობაში იყენებდნენ, სანამ 1303-სა და 1323 წლებს შორის მიწისძვრებმა არ დააზიანა. ეგვიპტის სულთანმა, ყაიტბეიმ, 1480 წელს ბლოკები მასიური თავდაცვითი ნაგებობის ასაშენებლად გამოიყენა. არცთუ დიდი ხნის წინ მყინვარებმა ალექსანდრიის ნავსადგურში შუქურის ნაშთები აღმოაჩინეს.
მიზანი  11: ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება.

Комментариев нет:

Отправить комментарий

  მოგესალმებით, მე გახლავართ სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალის   № 2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე და ჩვენს სკოლაში არსებული ...