როდოსის კოლოსი

როდოსის კოლოსი

როდოსის კოლოსი შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთია. ეს უზარმაზარი ქანდაკება, მზის ღმერთი - ჰელიოსი გახლავთ, რომელიც კუნძულ როდოსზე იდგა. როდოსელ ხალხს სწამდათ, რომ ჰელიოსი ქალაქს მფარველობდა და მტერთან ბრძოლაში ეხმარებოდა.  როდოსის კოლოსი აგებულია ძვ. წ. მე-3 საუკუნეში.     
როდოსის კოლოსის შექმნა მოხდა შემდეგნაირად:  ძველი საბერძნეთი შედგებოდა ქალაქ - სახელმწიფოებისაგან,  რომლებიც ხშირად ეომებოდნენ ერთმანეთს. სამი ასეთი სახელმწიფო კუნძულ როდოსზე მდებარეობდა. სხვადასხვა მიზეზების გამო, ძვ. წ. 408 წელს ისინი გაერთიანდნენ  და შესაბამისად უფრო გაძლიერდნენ. ასი წლის შემდეგ, როცა მათი ერთობა უკვე მთელ საბერძნეთში შესაშური გახდა, როდოსელებმა ამის აღსანიშნავად უზარმაზარი ქანდაკება აუგეს მზის ღმერს, სახელად ჰელიოსს. კოლოსის მშენებლობა ძვ. წ. 282 წელს დასრულდა.                                                                                                                                      
  როდოსი ინტენსიურად ვაჭრობდა ეგვიპტესთან. ძვ. წ. 305 წელს მაკედონიის მეფე სელევკოს პირველმა კუნძულს ალყა შემოარტყა, რათა როდოსსა და თავის მტერს, ეგვიპტის მეფე პტოლემაიოს პირველს შორის ვაჭრობისთვის ხელი შეეშალა. ბოლოს სელევკოსის არმიამ უკან დაიხია, მაგრამ სამხედრო აღჭურვილობა იქვე დატოვა. როდოსელებმა ეს აღჭურვილობა გაყიდეს და ფული ქანდაკების შესაქმნელად გამოიყენეს. ზუსტად ამ სახსრების დახმარებით შეიქმნეს კოლოსი.                                                                                                                                  
  ალბად  გაინტერესებთ თუ როგორ ააგეს კოლოსი. ბრინჯაოს კანი ნაწილ- ნაწილ დამზადდა ალექსანდრე მაკედონელის სამეფო კარის მოქანდაკის მოწაფის  ქარესის სახელოსნოში. ქარესი როდოსის მკვიდრი იყო, ქ. ლონდონიდან.  ქანდაკების ტერფები და წვივები თეთრი მარმარილოს ცოკოლზე დამაგრდა, კანი კი თანდათან დააკრეს რკინისა და ქვისგან დამზადებულ ჩარჩოს. ქარესმა მზის ღმერთი გამოაქანდაკა, სიცოცხლით სავსე ჭაბუკის სახით, რომელსაც თავზე სხივოსანი გვირგვინი ედგა. ჭაბუკი ღმერთი ზეზე იდგა, მთელი ტანით ოდნავ უკან გადახრილი. მას მაჯვენა ხელი ისე ჰქონდა, თითქოს თვალები მოეჩრდილა და სადღაც შორს იხედებაო. მარცხენა ხელით კი თითქოს აკავებდა მოსასხამს, რომელიც მიწაზე ეცემოდა. ამ ქანდაკების მშენებლობა თორმეტი წელი გრძელდებოდა. დასრულებული კოლოსის სიმაღლე 37 მეტრი იყო. ამ არაჩვეულებრივი ქმნილების სანახავად უამრავი მოგზაური მიდიოდა.                                                                                                              
   ეს უმშვენიერესი და ულამაზესი ქანდაკება ძვ. წ. 226 წლამდე იდგა ნავსადგურის შესასვლელთან, შემდეგ კი კუნძულ როდოსზე მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც როდოსის კოლოსი მუხლებში გადაიმტვრა, შემდეგ კი მთლიანად განადგურდა. ეგვიპტელებმა ქანდაკების აღსადგენად მზადყოფნა გამოთქვეს, მაგრამ მისანმა აუკრძალა მისი აღდგენა. დაახლოებით 900 წლის განმავლობაში კოლოსი ნანგრევების სახით არსებობდა. ბოლოს მისი ნარჩენები ერთ სირიელ ვაჭარს მიჰყიდეს.                                                                                                    ეს უზარმაზარი, პრიალა ბრინჯაოს ქანდაკება მხოლოდ 56 წლის განმავლობაში ბრწყინავდა მზესავით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბერძენი ხალხის ერთიანობის მნიშვნელოვან სიმბოლოდ იქცა.

მიზანი  9:  მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და  ინოვაციების ხელშეწყობა.

Комментариев нет:

Отправить комментарий

  მოგესალმებით, მე გახლავართ სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალის   № 2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე და ჩვენს სკოლაში არსებული ...