გულის მანკი

გულის მანკი
გულის მანკი დაავადებაა, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული. იგი შესაძლებელია, რომ უსიმპტომოდ განვითარდეს. ცოცხალთშობილთა ადამიანს გულის თანდაყოლილი მანკი აღენიშნება 0,7 – 1,7 %-ს. ამათგან მკურნალობის გარეშე, სიცოცხლის პირველ კვირას 14-17 % კვდება, პირველ თვეს - 19-17%, ხოლო 30-80 % პირველი წლის განმავლობაში. ამრიგად, ეს დაავადება მეტად საყურადღებო გახლავთ, რომელსაც დროული გამოვლენა და მკურნალობა სჭირდება.  ეს დაავადება შეიძლება იყოს თანდაყოლილი, ან შეძენილი, რომელსაც საფუძვლად უდევს გულის სარქვლოვანი აპარატის - სარქვლის აფრებიის, ფიბროზული რგოლის, ქორდების ან დვრილოვანი კუნთების - ანატომიურუ აგებულების ან ფუნქციის ცვლილება, რაც გულში ჰემოდინამიკის - სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს.                  გულის შეძენილი მანკების ყველაზე ხშირი მიზეზია რევმატიზმი, ხოლო იშვიათად გამოვლინდება ეს დაავადება ათეროსკლეროზით, სიფილისით, გახანგრძლივებული სიფსისური ენდოკარდიტოთ. ამ დაავადების განვითარება შესაძლებელია სარქველების ნაკლოვანებით ან საკნებს შორის ხვრელის შევიწროებით იყოს გამოწვეული. გულის თანდაყოლილი მანკის ჩამოყალიბების კონკრეტული მიზეზის დასახელება შეუძლებელია. თუმცა შეიძლება ვივარაუდოდთ იმაზე, რომ მასი ხელშემწყობი ფაქტების შესაძლებელია მუცლადყოფნის პეიოდშივე მოქმედებდა. მაგალითად, ასეთია, ორსულობის დროს გადატანილი სხვადასხვა ინფექცია, როგორიცაა ჩუტყვევილა, წითელა, ციტომეგალოვირუსული ინფექცია. გარდა ამისა, ნაყოფის გულის სტრუქტურული დეფექტი შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლამ და ზოგიერთი მედიკამენტების მიღებამ.                                                                                                                                   ალბად გაინტერესებთ, გულის მანკის მკურნალობა შესაძლებელია, თუ არა.                                              ოპერაციული ჩარევა, თითქმის ყველა სახის მანკზე არის შესაძლებელი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სრულად განიკურნა, რადგან ოპერაციული ჩარევის შემდეგ იმის მიხედვით, რითი შეიცვლება სარქველი, ანუ პროტეზირება გაკეთდება ბიოლოგიური თუ მექანიკური სარქველით, საჭიროა გარკვეული მედიკამენტების მიღება დიდი ხნის განმავლობაში.  ასევე, არის მანკები, რომელსაც ქირურგები საკუთარ თავზე ვერ იღებე. ეს დამოკიდებულია ამ დაავადების გამოვლენის დროზე, და იმაზეც, რომ აქვს თუ არა პაციენტს სხვა რაიმე თანხლები დაავადება, მაგალითად, როგორიცაა: თირკმლის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი და ა.შ. ეს დაავადებები ოპერაციის გართულებაში უწყობს ხელს.                                                         ამ დაავადებისთვის ოპერაციის ჩასატარება, შეიძლება დაბადებისთანავე, რა თქმა უნდა თუ მძიმე მანკთან არის საქმე. ნაკოლოვანების ტიპზეა დამოკიდებული შედეგიც. თუკი ოპერაციული ჩარევის შედეგად მივიღეთ სრულყოფილად მოფუნქციონირე ორგანო, ბავშვი აბსოლიტურად ჩვეულებრივი შესაძლებლობის, ნორმალური ჯანმრთელობის, სრულფასოვანი ადამიანი ხდება, რომელსაც სხვა ბავშვების მსგავსად,  შეუძლია ფიზიკური დატვირთვა და სწავლა. თუმცა არსებობს იმდენად მძიმე მანკები, რომელთა კორექციას აკეთებენ იმიტომ, რომ ბავშვს სიცოცხლე შეუნარჩუნონ სულ ცოტახნით მაინც.  არსებობს  „კეთილთვისებიანი“ ან „ჩუმი“ მანკები, რომლის არსებობასაც პაციენტი გვიან ასაკში ხვდება.  გულის მანკის ოპერაციის ხანგრძლივობა არის ინდივიდვალური. ის დამოკიდებულია მანკიის სახეობაზე და პაციენტის მდგომარეობაზე.
მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.

Комментариев нет:

Отправить комментарий

  მოგესალმებით, მე გახლავართ სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალის   № 2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე და ჩვენს სკოლაში არსებული ...