მოძველებული სტერეოტიპები

მოძველებული სტერეოტიპები, გენდერი და ჩვენ!
       გენდერული თანასწორობა გახლავთ თანაბარი შესაძლებლობები,  როგორც პირადი, ასევე   საზოგადოებრივი  ცხოვრების ყველა სფეროში. გენდერული თანასწორობა მიზნად ისახავს ორივე სქესის წარმომადგენლის, მამაკაცებისა და ქალების საზოგადოებაში სრულ მონაწილეობას, ასევე იცავს ერთი სქესის წარმომადგენელს საწინააღმდეგო სქესის ზემოქმედებისაგან.    
   გენდერული თანასწორობა გულისხმობს, რომ  ქალსა და მამაკაცს აქვთ  წარმოჩენის, უფლებამოსილების, პასუხისმგებლობის  თანაბარი შესაძლებლობები.   მიუხედავად იმისა, რომ ამ პრინციპების დაცვა გათვალისწინებულია საერთაშორისო კანონმდებლობით, ქალებს  მამაკაცებთან შედარებით  შეზღუდული აქვთ უფლებები დასაქმების, განათლებასა და სხვა სფეროებში. თუმცა არსებობს ისეთი  სახელმწიფოები, სადაც ქალებს  აქვთ მინიჭებული  სრული და თანაბარი უფლებები და შესაძლებეობები. ვფიქრობ, ასეთი სახელმწიფოები იქნებიან შედარებით მეტად მშვიდობიანნი და წარმატებულნი. თანასწორობა, ხომ ყოველივე კარგის საწინდარია.
      დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად ითვლება ქალისა და მამაკაცის თანაბარუფლებიანობა. თუმცა ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით პროგრესი გვაქვს, რადგან ყველა სფეროში ცდილობენ არ მოხდეს არცერთი სქესის დისკრიმინაცია, ან უბრალოდ უგულებელყოფა.  ვთვლი, რომ ეს საკითხი არ უნდა განიხილებოდეს როგორც პრობლემა, რადგან ქალიც და მამაკაციც ხომ ერთნაირი შესაძლებლობებით არსებობენ. უპირველეს ყოვლისა, კონსტიტუციის თანახმად, ყველა ადამიანს თანაბარი უფლება და შესაძლებლობები აქვს, რომელიც გულისხმობს, რომ ქალსა და მამაკაცს შეუძლია დაეუფლოს იმ პროფესიას, რომელიც მათთვის იქნება საინტერესო, რაც მათ უყვართ და ანიჭებთ ბედნიერებას. იმიტომ, რომ ქალია ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას არ შეუძლია თუნდაც ტაქსის მძღოლი გახდეს, ან სხვა ამდაგვარ პროფესიას დაეუფლოს. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით ადამიანის თავისუფალი ნიშნის თანახმად, ქალს შეუძლია დაეუფლოს თუნდაც ტაქსის მძღოლობას. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ როდესაც განვიხილავთ ქალისა და მამაკაცის უფლებებს, ხშირად ვაწყდებით სტერეოტიპებს, რომელიც თავად საზოგადოებაშია გაბატონებული და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოებას ახსოვს ისეთი, როგორი სახითაცაა კონკრეტული აზრი.   
     გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის მთავარი არსი კი იმაში მდგომარეობს რომ, ქალებმა თავად უნდა გავაცნობიეროთ, რომ  ქალსა და მამაკაცს შორის არ არსებობს დომინანტი. აღსანიშნავია, რომ ისეთ ქვეყნებში სადაც ტრადიციები და სტერეოტიპები მძაფრად არის გავრცელებული, ქალს უკარგავს უფლებამოსილებას. შესაბამისად, პროცესი გენდერული უთანასწორობის დაძლევისა, შეიძლება ითქვას ნელა ან საერთოდ არ  მიმდინარეობს.
      უმთავრესია, ქალებმა აღმოაჩინონ და დაძლიონ საკუთარ თავში  (ფსიქოლოგიურად) უთანასწორობის განცდა. შესაბამისად საკუთარი უფლებები შეუსაბამონ საკუთარ შესაძლებლობებს. ვფიქრობ, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანის უფლებების დამცველი ვერცერთი ორგანიზაცია ვერ შეძლებს უთანასწორობის  პრობლემის  აღმოფხვრას.                                                                                                                                                                 
      ამრიგად, ვთვლი, რომ პრობლემა საზოგადოებაშია, მათ უნდა გაიაზრონ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და არ უნდა აჰყვნენ საზოგადოებაში გაბატონებულ აზრს(მოძველებულ სტერეოტიპებს),  რომელმაც შესაძლებელია  მათ აზროვნების საშუალება დაუკარგოს.
  

Комментариев нет:

Отправить комментарий

  მოგესალმებით, მე გახლავართ სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალის   № 2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე და ჩვენს სკოლაში არსებული ...