მცენარეები


წითელი წიგნი, ეს არის იშვიათ და გადაშენების პირას მისული ცხოველთა და მცენარეთა სახეობების ნუსხა. რომელშიც, ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი არსებები არიან შესულნი   
                                                          მცენარეები
ხემარწყვა
წითელ წიგნში შესულ მცენარეებს შორის შორის ერთ-ერთი გახლავთ ხემარწყვა, ალბათ ბევრისთვის უცნობი რამ არის. შესაბამისად ბევრს გაუჩნდება კითხვა თუ როგორ შეიძლება მარწყვი იყოს ხეზე? თუმცა შემიძლია ავუხსნა მათ, რომ ეს შესაძებელია. მისი გვარი  მანანასებრთა ოჯახისაა. ისინი მარადმწვანე მაღალი ბუჩქების ან პატარა ხეებისგან  შედგება. მას ტყავისებრი ფოთლები აქვს, ხოლო მისი ყვავილები წვრილი, თეთრი ან ვარდისფერია. მისი ნაყოფი კენკრისებრია, რომელიც მარწყვისას წააგავს.  20-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია დასავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში და ხმელთაშუაზღვისპირეთში.  საქართველოში მხოლოდ ერთი სახეობა იზრდება, რომელსაც წითელ ხემარწყვას უწოდებენ. იგი მცირე რაოდენობით აჭარაში და აფხაზეთში გვხვდება.  
    
კოლხური ბზა
კოლხური ბზა მცენარეა, რომელიც ბზისებრთა ოჯახისაა. იგი შეიძლება მარადმწვანე ბუჩქი იყოს ან ხე. მისი სიმაღლე კი  9-10 მეტრია. მისი ღერი დაფარულია მოკრთალო-მოყვითალო ქერქით.  კოლხური ბზა რელიქტური სახეობაა, რომელიც იზრდება რუსეთში, თურქეთში და აზერბაიჯანში. საქართველოში გავრცელებულია ძირითადად დაცულ ტერიტორიებზე, როგორიცაა ბიჭვინთის და სკურჩის სახელმწიფო ნაკრძალი. ასევე გვხვდება აჭარაში.  კოლხური ბზის არეალი თანდათანობით მცირდება. იგი კოლხური  ტყეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დომინანტური სახეობაა, რომელიც „უძვირფასეს სამერქანე“ მცენარედ ითვლება.     
ჯონჯოლი
ჯონჯოლი მეტად ლამაზი მცენარეა. საქართველოს ტერიტორიაზე იგი უმეტესად გავრცელებულია დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, ძირითადად მთების  შუა და ვაკის ტყეებში. იგი იზრდება  მეტწილად მუხნარრცხილნარში,  ჭალის  და ფართოფოთლოვან ტყეში. მისი სახეობა გვხვდება უმეტეს წილად ერთეულებად და პატარა ჯგუფებად. ის ტანდაბალი ხე ან ფოთოლმცენი ბუჩქია. მისი სიმაღლე საშუალოდ 2-4 მეტრია. საქართველოს ტერიტორიაზე მისი გამოყენება ბოლო წლებში მეტად გაიზარდა. იგი შეიცავს მინერალებს, ვიტამინებს, ნახშირწყლებს და იმ ნივთიერებებს, რომელიც ადამიანისთვის სასარგებლო და ნიშვნელოვანია. კავკასიასა და საქართველოში ჯონჯოლის მხოლოდ და მხოლოდ ორი სახეობა გვხვდება. პირველი რომელიც, დასავლეთ საქართველოში იზრდება,  არის კოლხურ ჯონჯოლი. ხოლო მეორე, რომელსაც ჩვეულებრივ ჯონჯოლს უწოდებენ, კოლხეთის დაბლობის გარდა, კახეთსა და ქართლშია გავრცელებული. მეტად საინტერესო ის ფაქტი, რომ მის გაუშლელ ნაყოფს ამწნილებენ და მიირთმევენ, მის თესლისაგან მიღებულ ზეთშ ხმარობენ მედიცინაში. ჯონჯოლის ორივე სახეობა კარგი დეკორატიული და თაფლოვანი მცენარეა. მისი გამრავლება კი თესლითა და ფესვის ამონაყრით ხდება. იგი შეტანილი ხემარწყვას და კოლხური ბზის მსგავსად, საქართველოს „წითელ წიგნში“.
შროშანი
შროშანი ეს არის მრავალწლოვანი ბოლქვიანი ერთლებლიანი ბალახი, რომლის გვარიც შროშანისებრთა ოჯახისაა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს  ზომიერ სარტყელში 90-ზე მეტი სახეობაა გავრცელებული. მათგან საქართველოში მხოლოდ 8 სახეობა იზრდება, მათი უმეტესობა კავკასიის ენდომიაა. იგი ძირითადად იზრდება სუბალპურ მდელოებზე, ტყისპირებზე, მინდვრებზე და მაღალ მალახეულში. 
 
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.

Комментариев нет:

Отправить комментарий

  მოგესალმებით, მე გახლავართ სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალის   № 2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე და ჩვენს სკოლაში არსებული ...