ძაღლი ადამიანის მეგობარი

ძაღლი ადამიანის  მეგობარი
#დაიცავი  შენი  მეგობარი
   რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ცხოველებისთვის?! ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ  ეს არის სიყვარული და სითბო, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ძაღლებს. სანაცვლოდ კი არანაკლებ სიყვარულსა და ერთგულებას გვიბრუნებენ, რისი მაგალითები და ფაქტები მრავლადაა მსოფლიოში. ზუსტად ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ძაღლებს, ისინი ხომ ადამიანების საუკეთესო მეგობრები არიან.
დღესდღეობით მსოფლიოში 500 მილიონი ძაღლია, რომელთა 80% სამწუხაროდ მაწანწალაა. მაწანწალა ძაღლები არის თემა რომელიც ყველაზე მეტად მაწუხებს და მთრგუნავს. დღესდღეობით აქტუალური თემაა, როგორც მსოფლიოში ასევე საქართველოში. ყოველი ფეხის ნაბიჯზე, ქუჩასა თუ მოსახვევში, უთუოდ შევხვდებით უპატრონო ცხოველებს, რომლებიც ლუკმა-პურის ან თავშესაფარის საპოვნელად საკმაოდ მძიმე გზას გადიან. ყოვლედღიურად ვხვდებით მიუსაფარ ცხოველებს, რომლებიც ჩვენი ქალაქის ქუჩების ბუნებრივ ნაწილადაა უკვე ქცეული. მათი არსებობა პრობლემას წარმოადგენს არა მარტო იმის გამო, რომ ქუჩაში მათ აუტანელ პირობებში უხდებათ ცხოვრება და რომ მათ სიცოცხლეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე საფრთხე ემუქრებათ, არამედ იმის გამოც, რომ უსახლკარო ცხოველები ხშირად ინფექციური დაავადებების მატარებლად გვევლინებიან და საფრთხეს უქმნიან საზოგადოებას. დღესდღეობით მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოგვარების მეთოდები არაეფექტური და უმეტესად ბარბაროსულია, რაც ვფიქრობ ძალიან ცუდია მათთვის ვინც ამ ფაქტს ეწირება. იმის მაგივრად რომ გადავრჩინოთ, მოვუაროთ ან ცხოველთა დაცვის დაწესებულებებში მოვატავსოთ და ვიზრუნოთ მათზე, უმოწყალოთ ვხოცავთ მხოლოდ იმიტომ, რომ გარემოში ზედმეტ არსებებად აღვიქვამთ.
 მოვუწოდებ ყველას, თუ შევხვდებით ძაღლებს ქუჩაში, რომელსაც დაუნდობელ სიტყვას -„მაწანწალას“ ვუწოდებთ, ვიზრუნოთ მათზე საჭიროებისამებრ, ნუ გავანადგურებთ მათ, ისინიც ხომ ბუნების ნაწილნი არიან, ბუნებას კი გაფრთხილება და დაცვა სჭირდება, გარემოზე ზრუნვა ხომ ყველა ჩვენგანის ვალია. ჩვენს ირგვლივ გარემო დაცვას მოითხოვს, დაცული გარემო კი ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია.
  
                                      

Комментариев нет:

Отправить комментарий

  მოგესალმებით, მე გახლავართ სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალის   № 2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე და ჩვენს სკოლაში არსებული ...