შეზღუდვები ინტერნეტში

კომუნიკაციების კომისია ბავშვებს ინტერნეტში საფრთხის შემცველი ინფორმაციისაგან დაიცავს
   ალბად ყველამ ვიცით, რომ ხშირია ინტერნეტში და სოციალურ ქსელში, ბავშვებისა და მოზარდებისთვის სხვადასხვა საფრთხის შემცველი ინფორმაციები განთავსების ფაქტები. სწორედ ამიტომ, კომუნიკაციების კომისიამ, საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაცვის მიზნით, დებულება დაამტკიცა და ამ ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების წესები განსაზღვრა. ამავე კომისიის გადაწყვეტილებით, ინტერნეტში ბავშვების დაცვის მიზნით, დაწესდა და დადგინდა ვალდებულებები, როგორც ვებ-გვერდების მფლობელი კომპანიების, ისე ინტერნეტ პროვაიდერულ კომპანიების მიმართ. ეს გადაწყვეტილება 1 ივნისიდან შევა ძალაში.  კომუნიკაციების კომისია ასევე მშობლებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ონლაინ საფრთხისდაგან დაიცვან საკუთარი შვილები. მოგეხსენებათ, რომ მსგავსი ტიპის საფრთხეების შემცირებასა და შეფასებაში მთავარი და დიდი როლი სწორედ მშობელს აკისრია.  იმისთვის, რომ მშობლებს ჰქონდეთ საფრთხეების შემცირების ეფექტური მექანიზმი, ერთის მხრივ ინტერნეტ პროვაიდერ კომპანიებს დაეკისრათ ვალდებულება იმისა, რომ მათ უნდა შეიმუშაონ მექანიზმი, რომლის დახმარებითაც, ექნებათ შესაძლებლობა კონკრეტული მშობლის მოთხოვნით, შეზღუდონ ისეთ ვებგვერდებზე წვდომა, რომელიც ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი და საშიშია.                                                                                                                                     მეორეს მხრივ, კომუნიკაციების კომისიამ ვებ-გვერდების მფლობელ კომპანიებს დააკისრა ვალდებულება იმისა, რომ საკუთარ ვებ-გვერდებს უნდა მიანიჭონ შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდება, კერძოდ, რომელი ასაკობრივი კატეგორიისთვისაა განკუთვნილი მათ ვებ-გვერზე განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქცია.                                                                                ინტერნეტში და სოციალურ ქსელში ბავშვების  საზიანო და მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისია უზრუნველყოფს  ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტ ვებ-გვერდების სპეციალური სარეიტინგო სიის შედგენას და საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებას.                                                                                                                               გარდა ამ ყველაფრისა,  ეს კომისია მოზარდებისა და ბავშვების მხრიდან ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების უზრუნველსაყოფად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპის და დამატებით საკუთარი ინიციატივით, ინტერნეტ ვებ-გვერდების მონიტორინგს განახორციელებს, იმისათვის, რომ გააკონტროლოს თუ რამდენად კარგად ასრულებენ კომპანიები თავიანთ ვალდებულებებს.          
          კომუნიკაციების კომისია, მედიაწიგნიერების განვითარების ფარგლებში, სასარგებლო და მნიშვნელოვან პროექტებს გეგმავს და ახორციელებს, მოზარდებისა და ბავშვების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით. კომუნიკაციების კომისიამ 2019 წელს ბავშვების, პედაგოგებისა და მშობლების ცნობიერების ამაღლებისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება და შემოქმედებითობა,  ევროპული გამოცდილებისა და წარმატებული პრაქტიკის გათვალისწინებით,  განახორციელდა უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომელიც  მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა.  ინტერნეტში და სოციალურ ქსელში ბავშვებისთვის საშიში და საფრთხის შემცველი ინფორმაციის განთავსების წესების დარღვევისთვის, სამართალდამრღვევს ეკისრება ადმინისტრაციული სახდელი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის 144 მუხლის თანახმად.                                                                                                             ამრიგად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ბავშვებს ინტერნეტში საფრთხის შემცველი ინფორმაციისაგან დაიცავს.

მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
                             

Комментариев нет:

Отправить комментарий

  მოგესალმებით, მე გახლავართ სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალის   № 2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე და ჩვენს სკოლაში არსებული ...