მიწისძვრის შემდგომი მოვლენები

მიზანი 13: კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ  გადაუდებელი ზომების გატარება
მიწისძვრის შემდგომი მოვლენები
   მიწისძვრებს შეისწავლის მეცნიერება სეისმოლოგია, ხოლო მიწისძვრის ძალის საზომ ხელსაწყოს სეისმოგრაფი ეწოდება, რომელიც ნიადაგის მცირეოდენ შერყევასაც კი აღნიშნავს.     პირველი პრიმიტიული სეისმოგრაფი ჩინელებმა გამოიგონეს ხანის დინასტიის დროს, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში. ეს პირველი სეისმოგრაფი წარმოადგენდა ზარს, რომელზეც დამაგრებული ურჩხულის რვა ფიგურა მიმართული იყო ბიძგის მიმართულების საწიააღმდეგო მხარეს. პირველი ელექტრო - მაგნიტური სეისმოგრაფი გამოიგონა ცნობილმა რუსმა მეცნიერმა ბ. გოლიცინმა 1906 წელს, რომელიც დღესაც კი იხმარება მრავალ სეისმოსადგურში. იგი წარმოადგენს პატარა კრონშტეინზე ზამბარით დამაგრებულ ტვირთიან ჩარჩოს, რომლის ბოლოში, ნალისებური მაგნიტების შიგნით მოთავსებულია ინდუქციური კოჭა. ოდნავი შერყევის დროს ჩარჩოც ირხევა, შეირხევა მაგნიტების ძალის ველში კოჭაც, აღძრული დონე მავთულებში გადაეცემა და გადახრის გალვანომეტიის ისარს. ისარზე მოთავსებული სარკიდან არეკლილი სინათლის სხივი ფოტოქაღალდზე დახატავს რხევათა ტეხილ ხაზს, რომელსაც სეისმოგრამა ეწოდება და წარმოადგენს ნიადაგის რხევის 500-1000 - ჯერ გადიდებულ ჩანაწერს.                                                                                                 
     მიწისძვრის ძალის განსასაზღვრავად რამდენიმე სკალა არსებობს. უფრო ადრეულს მიეკუთვნება როსისა და ფორელის 10 ბალიანი სკლა. შემდეგ კი მიღებული იყო იტალიელ მერკალისა და კანკანის გაუმჯობესებული 12 ბალიანი სკალა.                                                    ერთბალიანი მიწისძვრა წარმოადგენს ნიადაგის მიკროსეისმურ რხევას. იგი ადამიანისთვის შეუმჩნეველია და მისი აღნიშვნა და დაკვირვება მხოლოდ და მხოლოდ სეისმოგრაფებს შეძლიათ. ორბალიანი მიწისძვრაც მეტად სუსტია, თუმცა ნერვიულმა ადამიანმა შესაძლებელია იგრძნოს, განსაკუთრებით შენობის ზედა სართულებში.                                                            სამბალიან მიწისძვრას ადამიანების ნაწილი უკვე გრძნობს, ამიტომ შესაძლებელია ბიძგის მიმართულების და ხანგრძლიობის  დადგენა.   ოთხბალიან მიწისძვრისას სახლში არსებლი ნივთები ოდნავ ზანზარებს. უფრო მეტად გრძნობენ შენობში მყოფი ადამიანები მიწისძვრას, ვიდრე გარეთ მყოფები, შესაბამისად  შენობის გარეთ უფრო ნაკლებად იგრძნობა იგი.                                                                                   ხუთბალიან მიწისძვრას უკვე ყველა გრძნობს. შენობები ირყევა, ავეჯი გადაადგილდება, საათის ქანქარა ჩერდება, ხის კენწეროები ქანაობას იწყებენ და მძინარე ადამიანებს ეღვიძებათ. ექვსბალიანი მიწისძვრა უფრო ძლიერია. კედლებიდან სურათები ცვივა, თაროებიდან  - წიგენი. ამასგარდა ჭურჭელი იმსხვერევა, კედლებზე და ჭერზე ბათქაში სკდება და ცვივა.  შვიდბალიანი მიწისძვრის დროს სახლები მნიშვნელოვნად ზიანდება, ინგრევა საკვამლე მილები, მდინარეებში და ტბებში წყალი იმღვრევა და წარმოიშობა მეწყერები. რვაბალიანი მიწისძვრა უკვე დამანგრეველია, შენობების კედლებში ჩნდება ნაპრალები, მაღალი კოშკები და ქარხნის მილები ინგრევა.                                                                                ცხრაბალიანი მიწისძვრა ანგრევს შენობების უმრავლესობას.                                                   ათბალიანი მიწისძვრა გამანადგურებელია. ინგრევა ხიდები, ნიადაგში ღრმა ნაპრალები ჩნდება, მდინარეებისა და ტბების წყალი ნაპირზე გადმოდის.                                              თერთმეტბალიან  მიწისძვრას ვერც ერთი ქვის შენობა ვერ უძლებს, ინგრევა ხიდები, იღუნება ლიანდაგები და ინგრევა კაშხალები.                                                                                                       თორმეტბალიანი   მიწისძვრა კატასტროფულია, იღუპება ყველაფერი, რაც კი ადამიანის ხელს შეუქმნია, იცვლება ლანდშაფტი, წარმოიშობა დიდი ზვავები და სხვა.                                           ძლიერი მიწიწსძვრების ენერგია 150 მილიონ ცხენის ძალის ტოლია.   
  როგორც ხედავთ მიწისძვრას მეტად უარყოფითი შედეგები მოჰყვება. სამწუხაროა, რომ  ჯერჯერობით ვერ ხერხდება მიწისძვრის პროგნოზირება. ამიტომ მნიშვნელოვანია მიწისძვრის სიძლიარე, რომელსაც ხშირად ბევრი ადამიანის სიცოცხლე ეწირება.
                                         

Комментариев нет:

Отправить комментарий

  მოგესალმებით, მე გახლავართ სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალის   № 2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე და ჩვენს სკოლაში არსებული ...