მშობლიური ენის დღე

 მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის

მშობლიური ენის საერთაშორისო დღე
     21 თებერვალი, მეტად მნიშვნელოვანი და აუცილებელი დღეა ყველასათვის. ეს დღე მშობლიური ენის მსოფლიო დღედ არის მიჩნეული. ეს თარიღი იუნესკოს გენერალურმა კონფერენციამ 1999 წლის 17 ნოემბერს დააწესა და 2000 წლის თებერვლიდან აღინიშნება. მშობლიური ენის საერთაშორისო დღე 1952 წლის 21 თებერვალს ბანგლადეშში არსებულ მოვლენებს უკავშირდება, მაშინ როცა ბენგალიურის სახელმწიფო ენად გამოცხადების მოთხოვნით გამართულ აქციას ოთხი სტუდენტი შეეწირა.  1978 წელს საქართველოში, მეტად აქტუალური იყო ქართული ენის შენარჩუნების საკითხი. იმ პერიოდში კი განვითარებული მოვლენების შედეგად საქართველოში დედაენის დღედ 14 აპრილი გამოცხადდა.  იუნესკოს შეფასებით, მსოფლიოში არსებული ექვსი ათასი ენიდან ნახევარს უახლოეს მომავალში გაქრობის და განადგურების საფრთე ემუქრება.  მშობლიური ენა, ეს არის იდენტურობისა და კულტურული მემკვიდრეობითობის განვითარებისა და დაცვის უნიკალური ინსტრუმენტი. საქართველოში მრავლად ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები, რომელთა ნაწილისთვისაც მშობლიური ენის შენარჩუნების საკითხი მეტად აქტუალური და პრიორიტეტულია დღესდღეობით. საქართველოს სახალხო დამცველი და მასთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო, მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენის დაცვის საკითხს. გასულ წლებში, ამ თემასთან  დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სხვადასხვა რჩევით და რეკომენდაციით ჩვენს ქვეყანაში არსებული სასკოლო განათლების ფარგლებში სხვადასხვა და მცირერიცხოვანი ენების თაობაზე.  მაგალითად დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით 2015-2016 წლებში შესაძლებელი გახდა საქართველოს რამდენიმე სკოლაში მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების  მშობლიური ენების სწავლება, მაგალითად როგორიცაა: ოსური,  უდიური, ასურული, ქურთული და სხვა.  
   როგორც აღვნიშნე, მშობლიური ენა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ქართველებისთვის ისე სხვა ქვეყანაში არსებული მცხოვრები ხალხისთვის.  თითქმის ყველა ქვეყანაში არიან პიროვნებები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაზე და მშობლიურ ენაზე  იმდენად არიან შეყვარებულები, რომ ლექსს და სხვადასხვა ნაწარმოებს უძღვნიან. კერძოდ საქართველოში მრავლად იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრს წერენ ქართულ ენაზე „დედა ენაზე“ ლექსებს. მაგალითად როგიცაა  იოსებ ნონეშვილი, მან გადმოგვცა თავისი ლექსი, რომელიც დედაენას ეხება, სათაურით „თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი“
შენ „დედაენით“ მწუხრს მიჰკაფავდი,
სიძნელეს გზისას არად აგდებდი.
როგორც ილიას, ვაჟას, აკაკის,
გშვენის დიდების შარავანდედი.
გულის ღადარში წიგნი წრთობილი
მტრის შუქს აქრობდა, ჩვენს გულს ათბობდა.
შენ ბიბლიური იაკობივით
ერკინებოდი უსამართლობას.
წიგნი კი არა, ჩვენთა მართვეთა
სიტყვა, სიმღერა ხალისიანი,
წიგნი კი არა, ფარი ქართველთა,
ამოღებული ხმალი ფხიანი.
წიგნი კი არა, ყრმობის ზღაპარი,
წყაროს ჩუხჩუხი, ფშვინვა იათა,
წიგნი კი არა, წმინდა ლამპარი,
შეჭიდებული ღამის წყვდიადთან…
ტოროლა, ცად რომ მიიტყორცნება,
მაღლა აჭრილი მთები მზიანი,
ხამისპერანგა ბიჭის ოცნება,
ნამგლის წკრიალი, ყანის შრიალი…
წიგნი კი არა, მიმოფანტული
კაბადონებზე სხივთა მარმაში,
სიტყვა ქართული, სული ქართული
ჩართული დედის იავნანაში.
ჩვენ კარგად ვიცით სიბრძნე ნამდვილი,
შენს წმინდა წიგნში ამოქარგული;
თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი,
გულში გაკლია ცეცხლი ქართული.
ჩვენ კარგად ვიცით აზრი ხალასი,
რაც გვიანდერძა წიგნმა ნათელმა:
თუ დედაენით შვილებს არა ზრდი,
თავი ტყუილად მოგაქვს ქართველად.
ჩვენ გვიყვარს წიგნი სიტყვახატული,
განა სიტყვები?... ნატვრის თვლებია.
თუ დაივიწყე ენა ქართული,
მაშ, საქართველო დაგვიწყებია…
ვინა სთქვა, ვითომ ბედმა დაგვცინა,
ძე არ გაღირსა, როგორც ილიას,
ვისაც მამულის მადლი აცხია
შენი ძე არის, შენი მამული.
განა რა ძალით დაიკეცება
ან ეს ტრამალი, ან ეს ჩვენი ცა…
მოდგმიდან მოდგმას გადაეცემა
შრიალი შენი „დედაენისა“
                                       

Комментариев нет:

Отправить комментарий

  მოგესალმებით, მე გახლავართ სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალის   № 2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე და ჩვენს სკოლაში არსებული ...